14 აპრილი 2018
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს სპორტის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და
დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ მოწვეულ ესპანელ ექსპერტთან ხესუს ვასკესთან და კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად მიიღეს.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა მიზნად საქართველოს სპორტის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ისახავს.
მისივე თქმით, სპორტის სახელმწიფო დოკუმენტი უნდა შემუშავდეს უმაღლესი სტანდარტებით, რაც სპორტული მიღწევებისა და მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით საქართველოს მეტი წარმატების მოპოვების საშუალებას მისცემს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025