27 იანვარი 2025 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე საკრებულოს წევრ ანა კაკაბაძესთან ერთად „2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს" ღონისძიებას დაესწრო და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ღონისძიება „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებით და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
კონკურსის გამარჯვებულები საქართველოს მასშტაბით ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების (13-18 წელი) და ახალგაზრდების (19-29 წელი) - სხვადასხვა თემატურ ნომინაციაში გამოვლინდნენ.
გურამ ოქროპირიძემ მოხალისეობის მნიშვნელობასა და საქართველოში მის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოხალისეობის როლი მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
„დღეს მოხალისეობრივი ინსტიტუტი მზარდია და სხვადასხვა ასაკის ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. გაიზარდა აგრეთვე მუნიციპალიტეტის როლი მოხალისეების მხარდაჭერის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს მხარდაჭერა და ტენდენცია კიდევ გაიზრდება და ბევრად მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება ამ საქმეში“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.
„ვაღიაროთ მოხალისეთა კონტრიბუცია, რათა მივაღწიოთ მდგრადი განვითარების მიზნებს“, - ასეთი იყო მოხალისეობის მოძრაობის საერთაშორისო თემა 2024 წელს, ხოლო მთავარი გზავნილი - „გამორჩეული მოხალისეები ძლიერი საზოგადოებისთვის“.
ყოველწლიური დაჯილდოების ტრადიციის მიზანია ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერა და წახალისება, ასევე იმ მოხალისეების შრომის დაფასება, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან სოციალურად დაუცველ თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოხალისეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები 63 მუნიციპალიტეტიდან, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, ასევე პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სკოლების წარმომადგენლები.
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025