23 სექტემბერი 2025 თბილისის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის სამომავლო გეგმების და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარმოადგინა.
როგორც ირაკლი გვილავამ აღნიშნა უახლოეს პერიოდში ვარკეთილის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება, რომელიც არაერთ სპორტულ, ახალგაზრდულ და შემეცნებით სივრცეს მოიცავს, მისი გამტარუნარიანობა კი 11 ათას ბენეფიციარზეა გათვლილი. ასევე, დასრულდა დიდი ლილოს სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები, ხოლო არაერთ ლოკაციაზე ჩოგბურთის, პადელის და ფეხბურთის სპორტული მოედნების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება დიღმის მასივში მრავალფუნქციური ცენტრის და კოჯრის ახალგაზრდული სოფლის სამშენებლო სამუშაოები. როგორც კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, დედაქალაქის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025
შალვა სუთიაშვილმა ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ გამარჯვებულები დაჯილდოვა
ნოემბერი 12,2025