28 თებერვალი 2025 თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა. სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო. სხდომას მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა ესწრებოდა.
ლევან მიქავას ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2025 წლის 1 იანვრისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით. წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება სულ 2 685,7 ათასი ლარით და შეადგენს 2 195 548,6 ათას ლარს.
დადგენილების პროექტით, ახალგაზრდობის მიმართულებით იზრდება ქვეპროგრამის "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის" ხელშეწყობა დაფინანსება 38,3 ათასი ლარით. აღნიშნული თანხა თბილისში მუნიციპალური ახალგაზრდული და სპორტული ცენტრების ფუნქციონირებას მოხმარდება.
2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესაბამისად, სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამები 32 521,6 ათასი ლარით განისაზღვრა.
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025