20 სექტემბერი 2024 დღეს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ და კომისიის წევრებმა სოფელ დიდ ლილოში სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
საკრებულოს წევრებს, სპორტული ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისა და სამომავლო ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გააცნო.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ აღნიშნა, კომისია მშენებარე სპორტული ობიექტების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.
"დღეს სოფელ დიდ ლილოში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროცესს გავეცანით, რომლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება. აქ განთავსდება სხვადასხვა ტიპის სპორტული სივრცეები. თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაკავდეს ცხოვრების ჯანსაღი წესით"- განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
გურამ ოქროპირიძის თქმით, სპორტულ ცენტრში 200 მაყურებელზე გათვლილი საჭიდაო მოედანი მოეწყობა. ამას გარდა, ცენტრში ფიტნეს და ადმინისტრაციული სივრცეებიც განთავსდება.
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025
შალვა სუთიაშვილმა ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ გამარჯვებულები დაჯილდოვა
ნოემბერი 12,2025