20 სექტემბერი 2019
დღეს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის გასვლითი სხდომა გლდანი-ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში გაიმართა. კომისიის წევრები ცენტის სასწავლო პროცესს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, სპორტული კომპლექსის გახსნიდან დღემდე, აღნიშნულ უბანში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის ბევრი რამ გაკეთდა.
,,მას შემდეგ, რაც შარშან დედაქალაქის მერთან ერთად გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი გავხსენით, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა. მოსახლეობისთვის არაერთი სპორტული სერვისი ხელმისაწვდომი გახდა. კომპლექსი მუნიციპალურია და ტარიფები ძალიან შეღავათიანი. დედაქალაქის მერიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს და აღნიშნული ცენტრიც ამის ნათელი მაგალითია“ - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი, რომელიც უკვე ერთი წელია, ფუნქციონირებს რამდენიმე სპორტულ სექციას აერთიანებს, მათ შორისაა კრივის, კარატესა და ჭიდაობის დარბაზები, ასევე დიდი და მცირე საცურაო აუზი და ფიტნეს სივრცეა. აღნიშნულ ცენტრში სერვისებით 300-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025