24 აპრილი 2023
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა ლადო ასათიანის ქუჩაზე სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
კომისიის წევრებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გააცნო. ირაკლი გვილავას თქმით, ცენტრში ფიტნეს დარბაზი, კრივის რინგი, საკალათბურთო მოედანი, საშხაპეები და გასახდელები განთავსდება.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გივი ჩხარტიშვილმა აღნიშნა, მთაწმინდის რაიონისთვის მნიშვნელოვანი სივრცე იქმნება, რომელიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლების მოთხოვნით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ლადო ასათიანის ქუჩა #50-ში მდებარე სპორტული ცენტრის საპროექტო სამუშაოები შეისყიდა. ავარიულობიდან გამომდინარე შენობა რესტავრაცია/აღდგენას არ დაექვემდებარა, რის საფუძველზეც მოხდა შენობის დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება.
სპორტული ცენტრის გახსნა შემოდგომისთვის იგეგმება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025