11 ნოემბერი 2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი და კომისიის წევრი ალექსანდრე მუკათარიძე სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს დედაქალაქში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ მუნიციპალური, სპორტულ და ახალგაზრდულ პროექტებზე. ყურადღება ასევე დაეთმო ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვის პროგრამებსა და სატრანსპორტო რეფორმას, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მუშაობის მიმართულებებსა და პრინციპებს.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებთან უშუალო კომუნიკაცია და მათთან ერთად იმ საკითხებზე საუბარი, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. ეს პროექტები ახალგაზრდების ჩართულობას, განათლების ხელშეწყობასა და ქალაქის განვითარებაში მათი აქტიური მონაწილეობის გაძლიერებას ითვალისწინებს.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025