07 ივლისი 2025 საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, კამპანიის „სტუდენტები თბილისის საკრებულოში" ფარგლებში „საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის" წევრებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკასა და ძირითად პრიორიტეტებზე ესაუბრა.
„შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს ახორციელებს, აგრეთვე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მუშაობის მიმართულებებსა და პრინციპებზე. გვქონდა დისკუსია დაგეგმილ პროექტებზე და იმ საჭიროებებზე, რომლებიც სხვადასხვა პროგრამის სახით განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდებისთვის", - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
შეხვედრის ძირითად თემას დედაქალაქში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი მუნიციპალური პროექტები წარმოადგენდა. ყურადღება ასევე დაეთმო ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვის პროგრამებსა და სატრანსპორტო რეფორმას.
„კამპანიის „სტუდენტები თბილისის საკრებულოში" მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი სერვისების მიმართულებით მათი ინფორმირებულობის გაზრდა. აღნიშნული ხასიათის შეხვედრები, რომლებიც კამპანიურ ხასიათის ატარებს, მომავალშიც გაგრძელდება.
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025
შალვა სუთიაშვილმა ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ გამარჯვებულები დაჯილდოვა
ნოემბერი 12,2025