19 აგვისტო 2025 თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს გიორგი კობიაშვილს მოუსმინეს.
წარმოდგენილი საკითხი „ა(ა)იპ „7X7 ფეხბურთის ასოციაციისთვის" ქალაქ თბილისში, მზიურის მიმდებარედ არსებულ სტადიონზე ტრიბუნის ტევადობის გაზრდის მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო თხოვების ფორმით სარგებლობის უფლებით, გადაცემის თაობაზე" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის განხილვას ეხებოდა.
კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „კორტებს" შორის 2021 წლის 10 დეკემბერს დადებულ „უძრავი ქონების ნასყიდობის პირობებიან ხელშეკრულებაში" ცვლილებების შეტანის საკითხის შეთანხმების თაობაზე" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
დღესვე კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს და უახლოეს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაციები გასცეს.
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025
შალვა სუთიაშვილმა ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ გამარჯვებულები დაჯილდოვა
ნოემბერი 12,2025