25 ივნისი 2019 თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის“ გადაცემის საკითხის შესახებ იმსჯელეს. აღნიშნულზე მოხსენება ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის უფროსმა ნინო კვეტენაძემ წარმოადგინა.
სხდომაზე ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ კომისიის ფარგლებში არსებული მიმდინარე საკითხები განიხილეს.
,,დღეს ,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის“ გლდანის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთის გადაცემას დავუჭირეთ მხარი. 2020 წლამდე აქ მაღალი სტანდარტების მქონე სტადიონი მოეწყობა, რომელიც შესანიშნავი სივრცე იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სხვადასხვა კლუბებისა და ასაკობრივი ნაკრებისთვის.
გარდა ამისა, კომისიის სხვადასხვა აქტივობაზე ვიმსჯელეთ, დავსახეთ სამომავლო გეგმები, ვიმსჯელეთ, თუ რა პროექტებში უნდა ჩავერთოთ“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
კომისიის შემადგენლობამ საკითხი დადებითად შეაფასა და საკრებულოს სხდომაზე მის გატანას მხარი დაუჭირა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025