12 აპრილი 2018
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს. დოკუმენტი კომისიის წევრებს, მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ წარუდგინა.
დეპუტატებმა მიიღეს ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში, როგორც სპორტული ისე ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შუალედურ შედეგებზე. ასევე ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების მაჩვენებლებს და სხვა ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების სტატისტიკას გაეცნენ.
დღესვე კომისიის სხდომაზე განიხილეს საკითხი “თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის, 15 დეკემბრის N6-8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. საკითხი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა და დეპუტატებს ცვლილების ძირითადი პარამეტრები გააცნო.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცათ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025