21 დეკემბერი 2023
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ, კამპანიის „სტუდენტები თბილისის საკრებულოში“ ფარგლებში, „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“ ახალგაზრდა წევრებთან შეხვედრა გამართა.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გურამ ოქროპირიძემ სტუდენტებს დედაქალაქის მერიისა და წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკა, თბილისში გატარებული რეფორმები და ძირითადი პრიორიტეტები დეტალურად გააცნო და ამასთანავე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მუშაობის მიმართულებებსა და პრინციპებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე სტუდენტებს სიტყვით საკრებულოს დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ მიმართა. მან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური პროგრამებსა და დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე.
კამპანიის ,,სტუდენტები თბილისის საკრებულოში’’ მიზანი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი სერვისების მიმართულებით მათი ინფორმირებულობის გაზრდაა. შეხვედრა კამპანიურ ხასიათს ატარებს და მომავალშიც გაგრძელდება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025