26 ივნისი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, რაგბის ნაკრების 20 წლამდე წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
მიღება, რომელიც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა და თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი სპორტული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სპორტსმენებს სიტყვით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემაც მიმართა და მათ დიდ სპორტში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის დასასრულს, საკრებულოს წევრებმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.
თბილისში მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების ეროვნული ფორუმი გაიმართა
დეკემბერი 09,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025