31 მაისი 2018
თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.
კამპანიის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ შესახებ ინფორმაცია, დეპუტატებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, 25-ვე სამაჟორიტარო ოლქის სკოლებში, მაჟორიტარი დეპუტატების და წარმატებული სპორტსმენების მონაწილეობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
დღევანდელ სხდომაზე, ასევე განიხილეს კომისიის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც მუნიციპალური სპორტული ბაზების შექმნას გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივით, დედაქალაქში სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებს შორის, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სპორტის მოყვარულთა მუნიციპალური საერთო ბაზა იქმნება.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს და მათ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025