18 მარტი 2021
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის გასვლითი სხდომა, სპორტული დაწესებულების მონიტორინგისა და სამუშაო პროცესის ადგილზე შესწავლის მიზნით, ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში გაიმართა.
გასვლითი სხდომის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ცინაძე, ა(ა)იპ ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის დირექტორი გივი ჩხარტიშვილი და კომისიების წევრები, სამუშაო პროცესს გაეცნენ და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
,,სპორტული ცენტრი, რომლის სამუშაო პროცესის გასაცნობად დღეს აქ ვიმყოფებით, ზღვის უბნის და მთლიანად გლდანისა და ნაძალადევის რაიონის მცხოვრებლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ცენტრი ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა სპორტის სახეობით დაკავდნენ“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ა(ა)იპ ,,გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი, ზღვის უბანში, 2018 წლის 12 ოქტომბერს გაიხსნა. სპორტულ ბაზაზე განთავსებულია ჭიდაობის დარბაზი, კრივის რინგი და 2 საცურაო აუზი (დიდი - 25 მ. პატარა - 15 მ). ასევე, სპორტსმენებისთვის ფიტნეს დარბაზი, გასახდელები და კაფე.
სპორტულმა დაწესებულებებმა მუშაობა 15 მარტიდან განაახლეს და მომხმარებლებს სერვისს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შესაბამისად სთავაზობენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025