12 ივლისი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფეხბურთო გუნდი მუნიციპალიტეტის უწყებათაშორის საფეხბურთო ტურნირში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. საკრებულოს გუნდმა ანგარიშით 5:4 დაამარცხა მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის გუნდი და ნახევარფინალში გადავიდა. სადაც მისი მეტოქე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის გუნდი იქნება.
ტურნირი, რომელსაც სტადიონი ,,იმედი" მასპინძლობს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს.
ტურნირის მიზანი არის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სამოყვარულო სპორტის განვითარება.
თბილისში მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების ეროვნული ფორუმი გაიმართა
დეკემბერი 09,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025