24 ოქტომბერი 2025 თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ,, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.
როგორც ლევან მიქავამ აღნიშნა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს მიღებული შემოსავლებისა და მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, კერძოდ: იზრდება გრანტების ნაწილში სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოცულობა 5 000,0 ათასი ლარით სხვა შემოსავლების ნაწილში სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები - 179,4 ათასი ლარით.
შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება სულ - 5 179,4 ათასი ლარით და შეადგენს - 2 353 788,4 ათას ლარს.
კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პროექტში, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სპორტული ღონისძიებები -600,0-ათასი, სპორტი უფროსი თაობისთვის -100,0 ათასი და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა -250,0 ათასი ლარით იზრდება.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს და უახლოეს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაციები გასცეს.
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025
შალვა სუთიაშვილმა ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ გამარჯვებულები დაჯილდოვა
ნოემბერი 12,2025