20 თებერვალი 2024
თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მოუსმინეს.
ირაკლი გვილავამ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ისაუბრა.
სტუდენტთა დაფინანსების წესში, ცვლილებით, დაფინანსების ნაწილში დაემატება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის“ კატეგორია, სტატუსის დამატება შესაძლებელს გახდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე სტუდენტების დაფინანსებას, აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების ხელშეწყობას და მათთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
დღესვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებაც იმსჯელეს.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025