28 აპრილი 2020
თბილისის საკრებულო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის EDYN-ის წევრად და ელჩად აირჩიეს. EDYN ევროპისა და აზიის 22 ქვეყნის 18-32 წლამდე 200-ზე მეტ ახალგაზრდა ლიდერს აერთიანებს.
გიორგი ჩაკვეტაძე EDYN-ის საქმიანობაში ელჩის სტატუსით (ambassador) ჩაერთვება. როგორც თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა ასეთი ორგანიზაციის წევრად და ელჩად არჩევა.
„ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის (EDYN) წევრობასთან ერთად ამ ორგანიზაციის ელჩი გავხდი საქართველოდან. ეს დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობაა. ყოველდღიურად ბევრ თანატოლს ვხვდები. ახალგაზრდებს, ორგანიზაციებს, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, არაერთი საერთო საჭიროება აქვთ. საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის, ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერისა და მათი ინიციატივების წახალისების კუთხით რეფორმები აქტიურად ხორციელდება.
პოლიტიკისადმი ჩვენი თაობის ნაკლები ინტერესი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 22 ქვეყნის 230-ზე მეტ წევრთან ერთად ჩვენ საერთო პროექტებში ჩავერთვებით და შევეცდებით ვუპასუხოთ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ახალგაზრდების ემიგრაცია, კონფლიქტები, პოლიტიკური პოლარიზაცია და სხვა. ერთად მუშაობით, ამ პრობლემების დაძლევის მეტი შანსი და შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის დემოკრატიული ახალგაზრდული ქსელის (EDYN) წევრებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს, ჩვენ ვერთიანდებით საერთო მიზნის მისაღწევად და საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად. სწორედ ამ კუთხითაა EDYN-ის არსებობა მნიშვნელოვანი," - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელი (EDYN), 2018 წლის დეკემბერში დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანი ისეთი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაა, როგორებიცაა: ახალგაზრდების ნაკლები ჩართულობა პოლიტიკაში, ახალგაზრდების ემიგრაცია, პოლიტიკური პოლარიზაცია.
EDYN ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ფუნქციონირებს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025