18 აპრილი 2022 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე „ხელბურთში სასკოლო ლიგის’’ ფინალურ მატჩსა და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
კომისიის თავმჯდომარემ ტურნირის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატება უსურვა.
„სკოლებში სპორტის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. წელს ამ პროექტში მთლიანად 150 -ზე მეტი სკოლის 2000- მდე მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო. დედაქალაქის მერია და საკრებულო, ქალაქის მერი და მთელი ჩვენი გუნდი მზად არის, რომ მსგავს პროექტებს მომავალშიც დაუჭიროს მხარი“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის მერიის, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის, სააფთიაქო ქსელ„პსპ“ მხარდაჭერით და „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით გაიმართა.
ვაჟებსა და გოგონებს შორის ხელბურთში სასკოლო ტურნირი წელს, სატესტო რეჟიმში, პირველად ჩატარდა და მასში თბილისის 12 საჯარო და კერძო სკოლის 300-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
ფინალურმატჩსა და დაჯილდოების ცერემონიას თბილისის საკრებულოს, მერიის, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის, სააფთიაქო ქსელ „პსპ’’ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შალვა სუთიაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ქართველი სპორტსმენები დააჯილდოვა
იანვარი 30,2026
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებების საკითხი განიხილეს
იანვარი 30,2026
თბილისის საკრებულოს პროექტი „თბილისის სასკოლო ლიგა“ 2025 წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა
იანვარი 23,2026