02 ივლისი 2021
თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს უნივერსიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. უნივერსიადა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის წევრმა 34-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო.
უნივერსიადის ფარგლებში, შეჯიბრები სპორტის 14 სახეობაში გაიმართა: კალათბურთი; კალათბურთი 3X3 -ზე; ფრენბურთი; შვიდკაცა რაგბი; ქვიშის ფრენბურთი; ფუტზალი; მინიფეხბურთი; ძიუდო; სამბო; ჭადრაკი; ბადმინტონი; მაგიდის ჩოგბურთი; ქართული ჭიდაობა; ჯომარდობა.
საუნივერსიტეტო სპორტის სახეობებში 7 000–ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო. პროექტის მიზანია, საუნივერსიტეტო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა, სპორტული ცხოვრების გააქტიურება, საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025