31 ივლისი 2024 საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ინიციატივით, სასტუმროში „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“ საქართველოს პარალიმპიელთა ფიცის დადების და სპორტსმენების გაცილების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები - სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე და გივი ჩხარტიშვილი - ესწრებოდნენ.
როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, საქართველოს პარალიმპიური ნაკრები 14 პარასპორტსმენით იქნება წარმოდგენილი და სპორტის 6 სახეობაში იასპარეზებენ - ეტლით ფარიკაობა, პარა ძიუდო, პარა მძლეოსნობა, პარა ტაეკვანდო, პარა წოლჭიმი და პარა სროლა. აღსანიშნავია, რომ წელს პარალიმპიადაზე პარასპორტსმენთა რეკორდული მაჩვენებელია წარმოდგენილი.
„დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ჩვენი სპორტსმენები გავაცილეთ. თითოეულმა მათგანმა მიღწეული წარმატებებით უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია და დარწმუნებული ვარ, 2024 წლის ოლიმპიადაზეც ახალ მწვერვალებს დაიპყრობენ. წარმატება და გამარჯვება მინდა ვუსურვო საქართველოს პარალიმპიურ გუნდს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პარალიმპიადა „პარიზი 2024“ 28 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2025