23 სექტემბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თბილისის მერთან დავით ნარმანიასა და წარმომადგენლობითი ორგანოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძესთან ერთად სოფელ გლდანში კულა გლდანელის სახელობის ჭიდაობის დარბაზის გაიხსნას დაესწრო.
გიორგი ალიბეგაშვილი გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა, გლდანელებს ჭიდაობის დარბაზის აღდგენა მიულოცა და აღნიშნა, რომ შენობა, რომლის რეაბილიტაცია დედაქალაქის მერიამ 2015 წელს დაიწყო, ათწლეულების მანძილზე მიტოვებული და უფუნქციო იყო.
მისივე ინფორმაციით, დარბაზის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.
შენობა თავისი ორიგინალური ფორმითა და კონსტრუქციით ძველი სტილის ნაგებობას წარმოადგენს, სადაც ქართულ ჭიდაობაში სახელგანთქმული ფალავნის - კულა გლდანელის სახელობის სახალხო შეჯიბრებები იმართებოდა.
სპორტულ დარბაზში თავისუფალი და კლასიკური ჭიდაობის, ასევე ძიუდოს შესწავლა მოხდება და სასწავლო ჯგუფებში 8-დან 15 წლამდე ასაკის 100 მოზარდი ჩაირიცხება.
ჭიდაობის დარბაზის გახსნას თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კობალაძე, სპორტსმენები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ.
საკრებულოში თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომდგენლებთან შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 10,2025
თბილისში მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების ეროვნული ფორუმი გაიმართა
დეკემბერი 09,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025