06 მარტი 2018 თბილისის საკრებულოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის გაძლიერების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის საკრებულოს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქოსამსახურის, ა(ა)იპ ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის “World Vision - საქართველოს” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს ადგილობრივ თვითმმართველობასა და არასამთავრობო სექტორს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისის საკრებულოს მიერ ჩატარებულ ფორუმზე „ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმი“, ფორუმის მიზნებსა და მუნიციპალიტეტეტბს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025