17 იანვარი 2020
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ამავე კომისიის წევრმა, სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ცინცაძემ რადიო JAKO FM-ის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე არაოლიმპიურ სახეობებში 2019 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი და ფედერაციები დააჯილდოვეს.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები სხვადასხვა სინჯის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული არაოლიმპიურ სახეობაში სამბისტ ვახტანგ ჩიდრაშვილს გადაეცა.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის, სპორტისა და კულტურის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025