24 ივლისი 2025
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და თბილისის საკრებულოს თანამშრომლობით, ბათუმში „ახალგაზრდული რეგიონული ფორუმი 2025" გაიხსნა. ფორუმს თბილისის საკრებულოს წევრი ანა კაკაბაძე ესწრება. ფორუმი სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი Youth Regional Center -ს, „ახალგაზრდების ინტელექტუალური, კულტურული და კარიერული განვითარების მხარდაჭერის" ფარგლებში მიმდინარეობს.
ანა კაკაბაძემ ფორუმის მონაწილეებს ნაყოფიერი სამუშაო დღეები უსურვა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, იდეები და ერთად განვახორციელოთ პროექტები ჩვენი ახალგაზრდების საკეთილდღეოდ"- განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ახალგაზრდულ რეგიონულ ფორუმზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ახალგაზრდული პოლიტიკა და რეგიონული გამოწვევები; არაფორმალური განათლების მნიშვნელობა ახალგაზრდულ სფეროში; თვითმმართველი ორგანოებისა და ორგანიზაციების გამოცდილება ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებისას.
ფორუმის მიზანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. წელს ახალგაზრდული ფორუმი დაფუძნებიდან მეხუთედ იმართება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი'' 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაფუძნდა.
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025