17 დეკემბერი 2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
საჯარო განხილვის ფორმატში წარმოდგენილი საკითხები დაინტერესებულ პირებს და კომისიის წევრებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ გააცნო.
ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან არსებულ სკვერს მეფე ერეკლე II - ის სახელი, ხოლო ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის IV შესახვევს ისტორიკოსის, აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის სახელი მიენიჭება. კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთს, მასთან მდებარე უსახელო ქუჩას, სულიკო თორთლაძის ქუჩას და ერთ ჩიხს თაბორის მთის სახელი, კრწანისის რაიონშივე, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთს კი სპორტსმენის, კალათბურთელის სულიკო თორთლაძის სახელი მიენიჭება. კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ასევე ისნის რაიონში, ნავთლუღის I დასახლების VIII შესახვევის მონაკვეთისთვის ელისაბედ ორბელიანის I ჩიხის სახელის, სამგორის რაიონში, მიხეილ გრიგორაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის მიხეილ გრიგორაშვილის I შესახვევის სახელის და სამგორის რაიონში, კორნელი სანაძის ქუჩის გავრცელების არეალის კორექტირებისა და ანდრია გუგუშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის კორნელი სანაძის სახელის მინიჭების საკითხებს.
დღესვე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტს. განიხილეს ასევე გლდანის რაიონში, დავით სარაჯიშვილის ქუჩისთვის დავით სარაჯიშვილის გამზირის სახელის, გლდანის რაიონშივე, გელა ოჩიაურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გურამ სოლოღაშვილის სახელის მინიჭების საკითხები.
კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ისნის რაიონში, აბუსერიძე ტბელის ქუჩისთვის და სახალხოს III ჩიხისთვის ტბელ აბუსერიძის ქუჩის სახელის, ისნის რაიონშივე, ჰოსპიტლის შესახვევისთვის ჰოსპიტლის ქუჩის სახელის მინიჭების და გლდანის რაიონში რამდენიმე ქუჩის კორექტირების საკითხებს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026