19 სექტემბერი 2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა. სხდომას საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს დიდუბის რაიონში, ბორის პაიჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის 13 მაისის სახელის მინიჭების საკითხს. ინიციატივა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ეკუთვნის. დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს ასევე მთწმინდის რაიონში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოეტის, ზურაბ გორგილაძის სახელის მინიჭებას. ინიციატივა მწერალთა კავშირს ეკუთვნის.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში, გლდანისხევის ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, მაიორის მიხეილ გამკაძის სახელი მიენიჭება. ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის მონაკვეთი კი დოდო ჭიჭინაძის II ჩიხის სახელობის იქნება.
აღნიშნული საკითხების გარდა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე რამდენიმე ტექნიკური საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026