22 აგვისტო 2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა.
საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირეს გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის სამაჩაბლოს რეგიონში, საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული მებრძოლის გელა ოჩიაურის სახელის და ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული ორი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბადრი ჭინჭარაულის სახელის მინიჭების საკითხებს. ასევე, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მსახიობის ალეკო თეთრაშვილის სახელის მინიჭების საკითხს.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის წევრებმა განიხილეს დიდუბის რაიონში, ბორის პაიჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის 13 მაისის სახელის, მთწმინდის რაიონში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოეტის ზურაბ გორგილაძის სახელის, ჩუღურეთის რაიონში, დოდო ჭიჭინაძის ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის მსახიობის დოდო ჭიჭინაძის სახელის მინიჭების საკითხები.
კომისიის სხდომაზე მხარი დაუჭირეს გლდანის რაიონში, გლდანისხევის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, მაიორის მიხეილ გამკაძის სახელის მინიჭებას.