11 ივლისი 2024 თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა.
კონკურსზე 27 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელიც საკონკურსო კომისიამ ანონიმურობის დაცვით განიხილა.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც ქალაქის სიმბოლიკისთვის დაუშვებელია. რიგ შემთხვევებში არ იყო დაცული კავშირი გერბსა და დროშას შორის.
წარმოდგენილი პროექტების ნაწილი არ ასოცირდებოდა თბილისთან, მის თვალსაჩინოებებთან ან ისტორიასთან, ხოლო ის ნიმუშები, რომლებიც ამგვარ იდეებს გამოხატავდა, მხატვრული შესრულების კუთხით ან ჰერალდიკური გამოსახვის წესების დარღვევის გამო დაწუნებული იქნა.
ვინაიდან საკონკურსო განაცხადებით წარმოდგენილი ნამუშევრებიდან გამარჯვებული ნიმუში ვერ შეირჩა, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, საკონკურსო კომისიამ კი ახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025