04 მაისი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე პოლონეთის მიერ ევროპაში პირველი კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
საზეიმო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს მინისტრთა კაბინეტის, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, სასტუმროში „ბილტმორი“ გაიმართა.
პოლონეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავი თბილისში 28 აპრილს აღინიშნა.