18 თებერვალი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში არსებული რამდენიმე უსახელო ქუჩის სახელდების საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა ისნის რაიონში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, არჩილ სირბილაშვილის სახელის მინიჭებას. კომისიის წევრებმა, ასევე დადებითად შეაფასეს გლდანის რაიონში, ავჭალის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და გადასასვლელისთვის მეცნიერის, აკადემიკოს - ცოტნე მირცხულავას, სამგორის რაიონში, გიორგი ოდიშელიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ფარმაკოლოგის, აკადემიკოს - გიორგი თურმანაულის, ვაკის რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მათემატიკოსის, აკადემიკოს - ანდრო ბიწაძის სახელების მინიჭების საკითხები. გარდა ამისა, დადებითი რეკომენდაცია მიეცა საბურთალოს რაიონში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის გაგძელებისა და მთაწმინდის რაიონში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების ბაზისთვის სპორტულ ტანვარჯიშში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, დამსახურებული მწვრთნელის, მედეა ჯუღელის სახელის მინიჭების საკითხს.
აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე უყრიან კენჭს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025