08 ოქტომბერი 2015 დიდ დიღომში ე.წ. „საუნივერსიტეტო დასახლებაში“ განაშენიანების პროცესი 2012 წელს დაიწყო.
დღეის მდგომარეობით შპს „სახლი დიღომშის“ მიერ აშენებულ სახლებში ასობით მოსახლეა შესახლებული, რომლებსაც უმისამართობის პრობლემა აწუხებთ.
აღნიშნული პრობლემის გადაჭის მიზნით, შეხვედრა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის ლია ჯახველაძის, დიდი დიღმის მაჟორიტარი დეპუტატის შორენა ბუხრაშვილის, ასევე თბილისის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელის კარლო ლაფერაძის, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნოს უფროსის მამუკა ბალიაშვილისა და შპს „სახლი დიღომშის“ წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა დამისამართებასთან დაკავშირებული პრობლემა დეტალურად განიხილეს და მისი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.