22 მარტი 2018
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა და კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ფონიჭალაში უკვე სახელდებული ქუჩები დაათვალიერეს, მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს და დასახლების მცხოვრებლების შეკითხვებს უპასუხეს.
„ჩვენ ვაგრძელებთ დამისამართების პრობლემების მოგვარებას, კრწანისის რაიონის გამგებელმა წერილობით მომართა სახელდების კომისიას და გვთხოვა, რამდენიმე ქუჩის სახელდება. საკრებულომ განიხილა ეს საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება. მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდეთ დამისამართების პროცესის დასრულების შესახებ.
იუსტიციის სამინისტროში აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის პროცესი მიმდინარეობს. სახელდებულ ქუჩებზე მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ ამ აქციით და სხვა სერვისებით სარგებლობა,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
კრწანისის რაიონის გამგებლის ინიციატივით, შეხვედრას GWP -ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ლევან ჯაფარიძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა წყლის სისტემების მოწყობაა. პრობლემის მოგვარების მიზნით, მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025