23 მაისი 2019 თბილისის საკრებულოში სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომის ფორმატში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების განხილვა გაიმართა. განხილვაში, კომისიის წევრებთან ერთად, საკითხით დაინტერესებული მხარეებიც მონაწილეობდნენ.
კომისიამ თბილისში მდებარე რამდენიმე ქუჩის, შესახვევისა და ჩიხისთვის სახელების მინიჭებაზე იმსჯელა და დედაქალაქში არსებულ რამდენიმე ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელის მიენიჭებას მხარი დაუჭირა.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომის ფორმატში, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხზე იმსჯელეს. დღეს განხილული საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026