24 სექტემბერი 2024
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარადგინა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა განიხილეს ნაძალადევის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ელგუჯა რუხაიას სახელის მინიჭების საკითხი.
მთაწმინდის რაიონში, კიკეთში არსებულ უსახელო ქუჩას და ერთ შესახვევს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის სამსონ დადიანის სახელი მიენიჭება.
ისნის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას მეცნიერისა და მთარგმნელის გივი გაჩეჩილაძის სახელი დაერქმევა.
ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თბილისი არენას ცნობილი კალათბურთელების ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის სახელი მიენიჭება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე რამდენიმე ქუჩის გაგრძელების საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025