01 ოქტომბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე უძღვებოდა.
დეპუტატებმა კომისიაში შემოსული კორესპოდენციები მიმოიხილეს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტებს გაეცვნენ.
დღესვე კომისიის წევრებმა იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის, შესახვევისთვის და ჩიხისთვის ახალი სახელების მინიჭებას.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა სულ 15 ქუჩისთვის ახალი სახელების დარქმევის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი საკითხების ბიუროსა და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად გატანას დაუჭირეს მხარი.
დასასრულს, კომისიის წევრებმა საკრებულოს მორიგი სხდომისთვის მოსამზადებელი 10 საკითხის თაობაზე იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025