04 თებერვალი 2021 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიისა და საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შორის თბილისში, ერთ-ერთი გეოგრეფიული ობიექტისთვის ბულგარეთის დედაქალაქის - სოფიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, ბულგარეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
,,საქართველოსა და ბულგარეთის ქვეყნებს შორის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები ყოველდღიურად მყარდება და ძლიერდება. ამ ეტაპზე, ჩვენ ვმსჯელობთ თბილისში ერთ-ერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის სოფიას სახელის მინიჭების საკითხზე. გვჯერა რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფროო განამტკიცებს ჩვენი ქვეყნებისა და დედაქალაქების თანამშრომლობას,“-განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026