29 აპრილი 2021
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასა და თავისუფალი თეატრის სახატვრო ხელმძღვანელ ავთო ვარსიმაშვილთან ერთად, თავისუფლების მოედნის მეტროსა და თავისუფალი თეატრის მიმდებარედ არსებული ხეივნისთვის ნიკო გომელაურის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს, საზოგადოებრივი სივრცე დაათვალიერეს და მისი თემატური მოწყობისა და რეაბილიტაციის პერსპექტივები განიხილეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, კომისია საკითხის განხილვას დღესვე დაიწყებს, პროექტის დასრულების შემდეგ კი ქალაქში თანამედროვე, შემოქმედებითი და კრეატიული საზოგადოებრივი სივრცე გაჩნდება, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით მნახველი ეყოლება.
ანდრია ბასილაიამ ინიციატივას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მის განსახორციელებლად თბილისის მერიის მზაობაც აღნიშნა.
ნიკო გომელაურის სახელობის ხეივნის სახელდების, მისი რეაბილიტაციისა და შემდგომი მოვლა-პატრონობის საკითხში აქტიურ მონაწილეობას თავისუფალი თეატრი და მისი შემოქმედებითი ჯგუფი მიიღებს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026