27 ოქტომბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ხელმძღვანელმა ლია ჯახველაძემ შვედეთისა და საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, რომლის მიზანი ორ ქვეყნას შორის ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება იყო, მხარეებმა შესაბამისი უწყებების მუშაობის სტრუქტურაზე, ქუჩების სახელდების და სამისამართო აბრების დიზაინის შერჩევის პროცედურებზე დეტალურად ისაუბრეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო შეკითხვას გაეცა პასუხი.
კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ შვედეთის დელეგაციას კონკურსის წესით შერჩეული ახალი სამისამართო აბრები წარმოუდგინა.
სტუმრები ქართულ მხარეს შვედეთში არსებული ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებული ნორმატიული და პროცედურული მასალის მიწოდებას დაპირდნენ და სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025