12 ივლისი 2018
თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
საკითხები დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა წარუდგინა. კომისიის სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს მთაწმინდის რაიონში, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანპიროსთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ჯოვანი სკუდიერის სახელის, ასევე დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის ბუენოს-აირესის სახელის მინიჭების საკითხს.