14 ივლისი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 32 საკითხი განიხილეს და დედაქალაქში რამდენიმე უსახელო ქუჩისა და სკვერისთვის სახელების მინიჭებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, დეპუტატების გადაწყვეტილებით თბილისში, კრწანისის რაიონში, დაბაკნეთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ I ჩიხს აფხაზეთის ომში მებრძოლი კაპიტნების ვახტანგ და ამირან კაპანაძეების სახელი დაერქვა.
დადებითად შეფასდა საკითხი თბილისში, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში გიგო გაბაშვილის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებისთვის მიხეილ თამარაშვილის გამზირის მინიჭების თაობაზე.
ექიმის, ქირურგის გურამ ტატიშვილის სახელი სახელი დაერქვა დედაქალაქში, საბურთალოს რაიონში საირმის ქუჩის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას, ხოლო მხატვრის გაიანე ხაჩატურიანის სახელი ჩუღურეთის რაიონში, რეხის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, მასთან არსებულ ერთი ჩიხსა და სამ შესახვევს ეწოდა.
დღესვე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩასა და მასთან არსებული ორ შესახვევს საზოგადო მოღვაწის ბობ უოლშის სახელი დაერქვა.
კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად ის მოქალაქეებიც ესწრებოდნენ, რომელთა ინიციატივები დღევანდელი კომისიის სხდომაზე განიხილებოდა.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025