27 თებერვალი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიის წევრებმა არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად თხინვალას, აგარას, ძველი ვეძისის ტერიტორიებზე ქუჩათა ქსელების მომზადებაზე იმსჯელეს და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე დასათვალიერებელი ქუჩების ჩამონათვალი გააცნეს. ამავე სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქში არსებული უსახელო ქუჩებისთვის სახელების შერჩევის საკითხიც განიხილეს და ჩამონათვალი ტოპოგრაფიული მასალის მოსამზადლებლად არქიტექტურის სამსახურს გადასცეს.