23 მაისი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დიღმის მასივში მდებარე სკვერისათვის სლოვაკეთის დედაქალაქის ბრატისლავას სახელის მნიჭების შესახებ იმსჯელეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივით კომისიას საქართველოში სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ მიმართა.
,,კომისიის წევრებმა მერიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში მდებარე უსახელო სკვერები დავათვალიერეთ და საბოლოოდ დიდუბის რაიონში, დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის გვერდით არსებული ტერიტორია შევარჩიეთ “,- განაცხადა ლია ჯახველაძემ.
წარმოდგენილ საკითხს, რომელსაც ლია ჯახველაძე დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს, კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025