10 ნოემბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა სამისამართო აბრების დამონტაჟების თაობაზე იმსჯელეს და საკითხთან დაკავშირებით არსებული შენიშვნები და წინადადებები განიხილეს.
ლია ჯახველაძის განცხადებით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები, რომელზეც დეპუტატები უკვე დამონტაჟებული აბრებისა და შესრულებული ვალდებულებების შესახებ იმსჯელებენ, კვლავაც გაგრძელდება.
სხდომას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, კომისიის წევრებთან ერთად მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ახალ ზოოპარკს ეწვივნენ
ნოემბერი 26,2025
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა
ნოემბერი 13,2025