16 იანვარი 2018 თბილისის საკრებულოში გამართულ განათლებისა და კულტურის, ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის გაერთიანებული კომისიების სხდომაზე დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურების შერწყმის თაობაზე იმსჯელეს. დღესვე სხდომაზე კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულება და საშტატო ნუსხაც განიხილეს.
გარდა ამისა, დეპუტატებმა თბილისის რაიონული გამგეობების ტიპური დებულებისა და შესაბამისი საშტატო ნუსხის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.
დღესვე ორი კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების და აღნიშნული სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
საკრებულოს წევრები სამუშაო ვიზიტით ავსტრიის დედაქალაქში იმყოფებოდნენ
მარტი 21,2025