20 ივნისი 2023
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო დეპარტამენტის წარმომადგენლებს და სამისამართო საკითხებში საერთაშორისო ექსპერტს ფრენკ ჰაუგანს შეხვდა. შეხვედრაზე ორი უწყების მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ და ქუჩების სახელდების პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ნინო ვარდოსანიძემ ფრენკ ჰაუგანს კომისიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ უცხოური გამოცდილების გაზიარება საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად ძალიან მნიშვნელოვანია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ბახიამ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას აქტიური და ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან განაცხადა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი ქვეყნის სამისამართე სისტემაში ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად შესატან ცვლილებებზე მსჯელობა და ამ კუთხით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.
ფრენკ ჰაუგანი დაინტერესდა, თუ რა წესით ხელმძღვანელობს თბილისის საკრებულო ქუჩების დამისამართების, შენობებზე აბრების გაკვრის და ნუმერაციის მინიჭებისას და როგორ ხდება ამ ყველაფრის რეესტრის წარმოება.
თბილისის საკრებულოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია შეხვედრების დაგეგმვა, სადაც ქუჩების სახელდებისა და დამისამართების საერთო პოლიტიკა განისაზღვრება და ერთიანი კონცეფცია ჩამოყალიბდება.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2026
საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
იანვარი 09,2026