17 თებერვალი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ქვემო სამგორის მაჟორიტარი წევრი ლია ჯახველაძე უცხოელ ინვესტორებს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა სამუშაო ფორმატში წარიმართა.
სტუმრები დაინტერესებულნი არიან სამგორის რაიონში განახორციელონ საინვესტიციო პროექტები, აქვთ სამომავლოდ თანამშრომლობის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებებისა და რაიონის განვითარების კონკრეტული გეგმები.
აღნიშნული საკითხების განსახილველად მომავალშიც იგეგმება სამუშაო შეხვედრები.