01 ოქტომბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ და კომისიის სამდივნოს უფროსმა მამუკა ბალიაშვილმა სამგორის რაიონში, ჯამბულ წურწუმიას ქუჩის და შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებზე უსახელო ქუჩები დაათვალიერეს.
ლია ჯახველაძის განცხადებით მოქალაქეებს მრავალი წელია აწუხებთ უმისამართობის პრობლემები. მისივე თქმით აღნიშნული საკითხები განხილული იქნება სახელდების კომისიის უახლოეს სხდომაზე, რის შემდგომაც განხორციელდება უსახელო ქუჩების სახელდება.